საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სამხრეთ კორეის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იუსტიციის მინისტრმა სამხრეთ კორეის ახალდანიშნული საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ სე ვონგი მიიღო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. თეა წულუკიანმა და კიმ სე ვონგმა ორ ქვეყანას შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობისა და იუსტიციის მინისტრის, როგორც “ღია მმართველობის პარტნიორობის” მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარის, სამხრეთ კორეაში დაგეგმილ აზია-ოკეანეთის ღია მმართველობის რეგიონულ მინისტერიალში მონაწილეობის საკითხები განიხილეს. სამხრეთ კორეის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა მოხარული იქნება, თუკი შედგება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვიზიტი მათ ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდებიან.
კიმ სე ვონგი სამხრეთ კორეის საქმეთა დროებით რწმუნებულად მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა.

Visited 157 times, 1 visit(s) today