საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისია მუშაობას აგრძელებს. დღეს გამართულ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმდინარეობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტებისგან პროცესის მიმდინარეობისა და უკვე ინიცირებული კანონპროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აღინიშნა, რომ პარლამენტის ბიუროს მიერ დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული გადასასინჯი საკანონმდებლო აქტების პროექტების უდიდესი ნაწილი უკვე ინიცირებულია. ამასთანავე, რამდენიმე კანონპროექტთან დაკავშირებით, დაზუსტდა მათი მომზადებისა და წარდგენის ვადები.
საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისია მუშაობას აგრძელებ
Visited 141 times, 1 visit(s) today