საქართველოს მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 46,68%-იანი, „ნაცმოძრაობას“ კი 30,7%-იანი მხარდაჭერა აქვს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში, „ქართულ ოცნებას“ მხარი ამომრჩეველთა 46,68 %-მა დაუჭირა.
3743 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 3742 უბნის მონაცემები. დარჩენილია მხოლოდ ერთი უბანი.
უფრო კონკრეტულად, ცესკოს წინასწარი შედეგები ასეთია:

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 46,68 %,
„ნაციონალური მოძრაობა“ – 30,7 %,
„გახარია – საქართველოსთვის“ – 7,8 %,
„ლელო“ – 2,71 %,
“ევროპული საქართველო” – 1,66;
„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 1,34 %,
„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,38 %;
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 1,44 %,
„გირჩი“ – 0,95%,
„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 0,83 %,
„ელენე ხოშტარია – დროა“ – 0,61 %,
„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ – 0,85 %.

Visited 33 times, 1 visit(s) today