საქართველოს მთავარ პროკურატურაში 3-დღიანი ტრენინგი დასრულდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების 3-დღიანი ტრენინგი დასრულდა. ტრენინგის შედეგები საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ და აშშ-ს საელჩოს სამართლებრივმა მრჩეველმა მაიკლ გრანტმა მონაწილეებთან და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად შეაჯამეს. ირაკლი შოთაძემ აშშ-ს საელჩოს მადლობა გადაუხადა აქტიური მხარდაჭერისთვის და ტრენინგის მონაწილეებს კოორდინატორის სამსახურის სამომავლო განვითარების ხედვაზე ესაუბრა, რომელიც მათი ფუნქციების გაზრდასა და დაზარალებულთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვას გულისხმობს.
ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ამერიკის მაგალითზე განიხილეს: სამართლებრივი ჩარჩო, დაზარალებულთა მომსახურების სისტემა, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დაზარალებულებთან მუშაობის სპეციფიკა, ფსიქოლოგიური ასპექტები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ტრენინგის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავარმა პროკურორმა და მოწვეულმა ექსპერტებმა მსმენელებს სერთიფიკატები გადასცეს.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის განვითარების პროექტზე საქართველოს პროკურატურა აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მუშაობს. პროგრამის მიზანია კოორდინატორის სამსახურის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის პროცესში პროკურატურასა და მოქალაქეებს (მოწმე/დაზარალებული) შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვას.

Visited 138 times, 1 visit(s) today