საქართველოს მთავრობა მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამას დააფინანსებს

მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა. პროგრამისთვის სახელმწიფოს მხრიდან 1,498,500 ლარია გამოყოფილი, რაც მიმართულებების მიხედვით სხვადასხვაგვარად გადანაწილდება.
პროგრამა ახალგაზრდებს საგნობრივ ცოდნასთან ერთად პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელების საშუალებას მისცემს, რაც სისტემაში ახალგაზრდა და ნიჭიერი პედაგოგების შესვლას და შესაბამისად, ზოგადი განათლების სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Visited 173 times, 1 visit(s) today