საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 6 კმ-იანი გზის მონაკვეთზე რეაბილიტაციას 2020 წლის თებერვალში დაასრულებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 6 კმ-იანი გზის მონაკვეთზე რეაბილიტაციას 2020 წლის თებერვალში დაასრულებს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფლების წინსოფელისა და ჭილოვანის, მაცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ.
აღნიშნულ გზაზე გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტული გზით შეძლებენ გადაადგილებას. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ბეტონის კიუვეტები, მიერთებები და წყალამრიდი მილები. სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება.

Visited 81 times, 1 visit(s) today