საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარში მონაწილეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

3-5 ივლისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებული, „Rose-Roth“-ის სემინარი გაიმართება, რომელსაც პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით დაესწრება.
რიგით 95-ე სემინარი „დონბასის რეგიონში“ და ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებული მდგომარეობის განხილვას და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე მათი გავლენის მიმოხილვას დაეთმობა.
ღონისძიების მონაწილეები უკრაინაში მიმდინარე რეფორმებზე და შიდა გამოწვევების მიმდინარეობაზე მოხსენებებს მოისმენენ. სემინარის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის დელეგატები, მოლდოვის რესპუბლიკაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით დისკუსიას გამართავენ

Visited 146 times, 1 visit(s) today