საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურ გლობალური მასშტაბის აქციას – „დედამიწის საათი“ შეუერთდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტი, ტრადიციულად, დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდამჭერ საერთაშორისო აქციას შეუერთდა. ყოველწლიური გლობალური აქციის – „დედამიწის საათი 2018“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეში 20:30 საათზე ელექტროენერგია ერთი საათით გამოირთო.
საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აღნიშულ კამპანიაში გასულ წლებშიც მონაწილეობდა. სინათლის ერთი საათით გამორთვის სიმბოლური ღონისძიება პირველად 2007 წელს სიდნეიში ჩატარდა.
ყოველწლიური აქცია „დედამიწის საათი“ კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში ცნობიერების ასამაღლებლად ტარდება. აქციის ფარგლებში, მსოფლიოს ქვეყნებში ერთი საათის განმავლობაში ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება გამოირთვება.

Visited 122 times, 1 visit(s) today