საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მოწვევით, საქართველოს პარლამენტში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომიტეტმა მის მიერ იანვარში გამოცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებისაგან მოისმინა. სამუშაო შეხვედრის განსაკუთრებული ნაწილი შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის შესახებ სხვადასხვა თაობის არქიტექტორ-რესტავრატორების მოსაზრებების მოსმენას დაეთმო. შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ არქიტექტორ-რესტავრატორები ტარიელ კიპაროიძე, თამარ ნემსაძე, რუსუდან გურამიშვილი, მერაბ ბოჭოიძე, გიორგი ციციშვილი, დავით ჯინჭარაძე, გოგოთურ მისრიაშვილი, შალვა მელიქიძე და ნოდარ მინდორაშვილი.

Visited 55 times, 1 visit(s) today