საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს პარლამენტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მხრიდან კი საქართველოსთან აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, არზუ ნაგიევმა. კომიტეტები მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ხელს შეუწყობენ ორი ერის კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას. საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი, მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტის წევრები და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე.

Visited 53 times, 1 visit(s) today