გამოფენის თემატიკა: 1991 წლის რეფერენდუმის და 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი საქართველოში დაცული ისტორიული დოკუმენტები, ფოტო და ვიდეო მასალა.
გამოფენის ხანგრძლივობა: გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, პარლამენტში დამთვალიერებლებისთვის 9 აპრილის ჩათვლით იქნება გახსნილი და ის საქართველოს პარლამენტის ტრადიციული საექსკურსიო ტურის ნაწილი გახდება.
ექსკურსიების განრიგი: http://www.parliament.ge/…/gamofena-re…/eqskursiebis-grafiki
საქართველოს პარლამენტი მადლობას უხდის გამოფენის თანაორგანიზატორებს – საქართველოს ეროვნულ არქივს, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და საქართველოს პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს – მოწოდებული მასალებისთვის.