საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი კრისტიან დენიელსონი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხები განიხილა.
როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან და წარმომადგენლებთან პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დააახლოებს.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, კრისტიან დენიელსონის ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებსაც ისახავს მიზნად.

Visited 133 times, 1 visit(s) today