საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მყისიერად გამოეხმაურება შექმნილ ვითარებას. აღნიშნული განცხადება დღეს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ გააკეთა.

“ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ნებისმიერი ფაქტი მტკიცედ დაიგმოს. საქართველო გამოიყენებს ყველა იმ დიპლომატიურ საშუალებებს, რომელიც მის ხელთ არსებობს, იმისთვის, რომ შეაჩეროს მცოცავი ოკუპაცია. საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არც ერთი ფაქტი ჩვენი რეაგირების გარეშე არ დარჩება”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

Visited 135 times, 1 visit(s) today