საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას „ყველაზე საჯარო სახელმწიფო უწყების“ ჯილდო გადაეცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ყოველწლიურ, შემაჯამებელ ღონისძიებაზე „ყველაზე ღია საჯარო უწყების“ ჯილდო გადასცა.
ღონისძიებაზე ჯილდო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს ზურა მაჭარაძეს გადაეცა.
„ორაგანიზაციას თავის საქმიანობაში ყველაზე ხშირად უხდება სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა, საჯარო ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი. ყოველწლიურად, უწყებებთან პრაქტიკული ურთიერთობა ჩვენთვის ტოვებს კონკრეტული შეფასების საფუძველს.
წელს „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გამოარჩია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მას გადასცემს სპეციალურ ნომინაციას „ ყველაზე საჯარო სახელმწიფო უწყება“.
ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის, საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის, უფლებამოსილებათა კეთილსინდისიერად განხორციელებისა და ინსტიტუციური გამჭვირვალობის სტანდარტის მიმართ, საზოგადოებრივი ნდობის გამო მიიღო“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

Visited 116 times, 1 visit(s) today