საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ამერიკული, საერთაშორისო და ქართული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი მასპინძლობდა. შეხვედრა დახურულ რეჟიმში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან შეხვედრისას საქართველოსა და რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, რეფორმებმა უზრუნველყო ლიბერალური, სტაბილური, დაცული და კორუფციისგან თავისუფალი ბინზესგარემო, რომელიც საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან ერთად აქცევს მას ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ქვეყნად. „პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა კომპანიების წარმომადგენლებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიაწოდა ინფორმაცია იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს როგორც ქვეყნის შიდა თვალსაზრისით, ისე საერთაშორისო არენაზე“,- აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძემ.

Visited 136 times, 1 visit(s) today