საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები და ე.წ. მოსმენების კანონი იყო.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება სასამართლოს რეფორმებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
ყურადღება მედიაში არსებულ სიტუაციაზეც გამახვილდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, მედიაპლურალიზმისა და მედიათავისუფლების მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში.
შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.

Visited 106 times, 1 visit(s) today