საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სამლოცველოს ეწვია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის სამლოცველოს ეწვია და მართლმადიდებლური ხატების მუზეუმი დაათვალიერა. პრეზიდენტს სამლოცველოში მამა ჰენრიკ პაპროცკიმ უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტმა მუზეუმის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა და სამლოცველოს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი შესწირა.

Visited 126 times, 1 visit(s) today