საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ომის ვეტერანებს შეხვდა და სახელმწიფო ჯილდოები გადასცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისათვის მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დააჯილდოვა ვეტერანები: ზურაბ ადუაშვილი, ჯიმი ინატაშვილი და გრიგოლ ტოგონიძე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანა და მისი ღირსება იზომება იმით, როგორ ექცევა ის ვეტერანებს, რადგან მათი პატივისცემა ქვეყნის პატივისცემას ნიშნავს და სწორედ ვეტერანთა დაფასებისა და პატივისცემის გამოხატულებაა ეს სახელმწიფო ჯილდოები. შეხვედრას ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და ვეტერანთა ოჯახის წევრები.

Visited 107 times, 1 visit(s) today