საქართველოს პრეზიდენტი სახელით ოპერისა და ბალეტის თეატრში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი, პოლონეთის პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან, ლატვიის პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო გალა კონცერტს დაესწრნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა კონცერტში მონაწილეობენ: ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველი და კახი სოლომნიშვილი, მილანის ლა სკალას, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის, ვენისა და ბერლინის სახელმწიფო საოპერო თეატრების, არენა დი ვერონასა და მსოფლიოს სხვა მრავალი საოპერო თეატრების წამყვანი სოლისტები: ანიტა რაჭველიშვილი, მეცო-სოპრანო, გიორგი გაგნიძე, ბარიტონი; ასევე, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი და საბალეტო ხელოვნების ლეგენდა, მსოფლიო საბალეტო სცენების ვარსკვლავი, პრიმა ბალერინა – ნინო ანანიაშვილი. ასევე, საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“.
კონცერტზე იმყოფებიან ასევე საერთაშორისო დელეგაციები, საქართველოს ისტორიული დიასპორისა და უცხოეთში ქართული სათვისტომოების წარმომადგენლები.

Visited 157 times, 1 visit(s) today