საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა: მზადება ნატოს ბრიუსელის 2018 წ. სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო; რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.
მომხსენებლები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე; საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური; საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.

Visited 193 times, 1 visit(s) today