საქართველოს პრეზიდენტი გორის საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად აღმართულ წირვას დაესწრო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლისთავზე საქართველოს პრეზიდენტი გორში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში აღმართულ წირვას დაესწრო. წირვა ომში დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად გორის საკათედრო ტაძარში მეუფე ანდრიასთან ერთად ექვსმა მიტროპოლიტმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა პრეზიდენტს საჩუქრად ხატი გადასცა. დღესვე გიორგი მარგველაშვილმა გორში, ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.

Visited 169 times, 1 visit(s) today