საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იმერეთში გრძელდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი იმერეთის რეგიონში გრძელდება.
პრეზიდენტმა დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან ერთად, გელათის სამონასტრო კომპლექსი და გელათის აკადემია დაათვალიერა.
გიორგი მარგველაშვილი ასევე, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც საჯარო ლექცია წაიკითხა. სტუდენტებს შეხვედრაზე შეკითხვების დასმის საშუალებაც ჰქონდათ. დღესვე, პრეზიდენტმა უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა “ოქროს ჩარდახში” ქართული სამოსის გამოფენაც დაათვალიერა.

Visited 145 times, 1 visit(s) today