Q

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მოგენს ლიკეტოფტს შეხვდა.

ქართულმა მხარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს გენერალური ასამბლეის როლსა და მის წვლილს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების საკითხებში.

მხარეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებით შეშფოთებულია, რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის გამო.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სულ ახლახანს, ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მცდელობის მოწმენი გავხდით, რაც ანექსიამდე მიგვიყვანს.

მხარეებს შორის საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

Visited 124 times, 1 visit(s) today