საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში, NATO- ს სამიტის ფარგლებში, NATO- ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს მაიკლ ტერნერს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი ვარშავაში, NATO- ს სამიტის ფარგლებში, NATO- ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს მაიკლ ტერნერს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ყველა ის საკითხი განიხილეს, რომელიც საქართველოს NATO- ში ინტეგრაციას შეეხება.
საუბარი შეეხო როგორც სამხედრო, უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიული რეფორმების მიმართულებებს და რეგიონში არსებულ ვითარებას.
გიორგი მარგველაშვილმა მაიკლ ტერნერს მადლობა გადაუხადა, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ის, როგორც საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე და კონგრესმენი, საქართველოს დემოკრატიული აღმავლობისთვის აკეთებს.
აღინიშნა, რომ საქართველო საკუთარი ვალდებულებების ერთგული რჩება და როგორც NATO-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტრიბუტორ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ კეთილდღეობაში.

Visited 128 times, 1 visit(s) today