საქართველოს პრეზიდენტის სასახლე სოფელ ქვეშის სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრეზიდენტის სასახლეს გორის რაიონის ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის უფროსკლასელები და მათი პედაგოგები სტუმრობდნენ, რომლებიც დედაქალაქში კომპანია „სილქნეტისა“ და „ NATIONAL GEOGRAPHIC საქართველოს” მოწვევით იმყოფებოდნენ. აღნიშნული ტურის ფარგლებში მოეწყო ექსკურსია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში. პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძემ მოზარდებთან შეხვედრა გამართა და ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ ესაუბრა. სტუმრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.

Visited 148 times, 1 visit(s) today