საქართველოს პრეზიდენტმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მიიღო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო მიიღო. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ის, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის მანძილზე, ეს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში, ADB- ის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ცალსახა დადასტურებაა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და აღნიშნული ვიზიტი, შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო მეტად გაღრმავდეს და გაფართოვდეს თანამშრომლობა აზიის განვითარების ბანკთან.

Visited 163 times, 1 visit(s) today