საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს თაუნ ფაუნდეიშენის ბორდის წევრებთან საქართველოს მხარდაჭერის აქტის შესახებ ინიციატივა განიხილა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯეიმს თაუნ ფაუნდეიშენის ბორდის წევრებთან საქართველოს მხარდაჭერის აქტის შესახებ ინიციატივა განიხილა. შეხვედრას, რომელსაც გლენ ჰოვარდი, მეთიუ ბრაიზა, ვლადიმერ სოკორი, ვილემ დე ვოგელი, ჯონ უტილი, ვილიამ უტილი, მაიკლ კავოუკიანი, ალდენ ვალსტრომი ესწრებოდნენ და რომელიც პრეზიდენტის სასახლეში შედგა, განიხილეს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები და დღეს არსებული უსაფრთხოების გარემო.
საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტის შედეგებზე და საქართველოს მხარდამჭერ აქტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხისა და მისი პრობლემატიკის განხილვების გააქტიურება ამერიკის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში უაღრესად მნიშვნელოვანია.
საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსეთის აგრესიულ და ანექსიურ ნაბიჯებს და გიორგი მარგველაშვილმა ბორდის წარმომადგენლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

Visited 145 times, 1 visit(s) today