საქართველოს პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 170 პირი.
„დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 170 მსჯავრდებული, აქედან 9 ქალბატონია. შეწყალების კომისიამ, რომელიც 20 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით მუშაობდა, სულ 1073 პირის საქმე განიხილა და პრეზიდენტს საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდა.
შეწყალებულთაგან 120 პირი, მათ შორის 8 ქალბატონი, დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, დანარჩენი 50 მსჯავრდებულს კი, რომელთაგან 1 ქალბატონია, სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება შეფარდებული სასაჯელი“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ.
პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

Visited 146 times, 1 visit(s) today