საქართველოს პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო 26 მაისს საქართველოში მოიწვია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინეთის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ფინეთის მონაწილეობა – აღნიშნული საკითხები განიხილეს საქართველოს და ფინეთის პრეზიდენტებმა დღეს, ვილნიუსში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტისას.
საქართველოს პრეზიდენტმა საული ნიინისტო 26 მაისს საქართველოში მოიწვია, დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად.
სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციასა და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებაზე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოსა და ფინეთის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა ორმხრივი შეხვედრისას.
ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ჭრილში პრეზიდენტებმა ეკონომიკური, სავაჭრო და ბიზნესურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის როლს გაუსვეს ხაზი. გიორგი მარგველაშვილმა ფინეთის პრეზიდენტთან რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე.

Visited 158 times, 1 visit(s) today