საქართველოს პრეზიდენტს თორმეტი ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურს რწმუნებათა სიგელები თორმეტი ქვეყნის: პერუს რესპუბლიკის, ბანგლადეშის, სამხრეთ სუდანის რესპუბლიკის, შრილანკის დემოკრატიულ სოციალისტური რესპუბლიკის, ბელგიის სამეფოს, ეკვადორის რესპუბლიკის, კანადის, კოლუმბიის რესპუბლიკის, ბურკინა-ფასოს, ფინეთის რესპუბლიკის, ირლანდიის, ინდოეთის არარეზიდენტმა ელჩებმა გადასცეს.
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებთან ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბა, დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივები განიხილა და მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Visited 149 times, 1 visit(s) today