საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა პაველ ვიზდალმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს. საქართველოს სახელმწიფო მეთაურს რწმუნებათა სიგელები 8 ქვეყნის: სლოვენიის, უგანდის, ტანზანიის, არგენტინის, სამრეთ აფრიკის, მექსიკის, ინდოეთის, შრილანკის არარეზიდენტმა ელჩმა გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტი ელჩებისთვის მიღება გამართა და დიპლომატებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Visited 53 times, 1 visit(s) today