საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები, სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობა და მიმდინარე რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრ ალექსანდრ საიენკოს შეხვედრის მთავარი თემები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს „ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო ევროპულ მისწრაფებებსა და მსგავს გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან.
ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე. აგრეთვე, აღინიშნა ამ სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

Visited 170 times, 1 visit(s) today