საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკონომიკის გაზრდის ძალიან კარგი გეგმა აქვს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკონომიკის გაზრდის ძალიან კარგი გეგმა აქვს, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ გააკეთა.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ მას. ჩვენი დახმარებების უმეტესი ნაწილი მიმართულია ეკონომიკის განვითარებაზე, თუმცა, თავად რეგიონში არის საკმაოდ ბევრი გამოწვევა. შესაბამისად, საქართველოც ამ გამოწვევის რიგში ხვდება. ამიტომ ცოტა რთული პერიოდია, თუმცა გეგმა არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა”, – განაცხადა კელიმ.

Visited 137 times, 1 visit(s) today