საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტს შეხვდა

Saturday April 22nd, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შეხვდა.
საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს საქართველო-ირანის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი სრულდება და არსებობს საფუძველი, ორმხრივი თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
მხარეებმა ასევე განიხილეს სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო დერეფნის განვითარების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები.
საუბარი შეეხო ტურიზმის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას. მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0