საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ შესაძლებლობებს, ასევე, სოფლისმეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

Visited 107 times, 1 visit(s) today