საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანელ კოლეგას ნოვრუზ მამადოვს შეხვდა.
პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა ასპექტსა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა ორმხრივი ძალისხმევის მნიშვნელობა ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისებისთვის.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
საუბარი შეეხო რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ, ასევე სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა მსხვილ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და ამავდროულად, რეგიონის ქვეყნებს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

Visited 135 times, 1 visit(s) today