საქართველოს პროკურატურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ბელორუსის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პროკურატურის დელეგაცია საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ბელარუსის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, ალექსანდრ კანიუკს, გენერალური პროკურორის მოადგილეს, ალექსანდრ სტუკს და პროკურატურის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ბელარუსის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას შორის 2015 წლის 22 ივლისს გაფორმებული მემორანდუმით გათვლისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. მხარეებმა განიხილეს ასევე დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და ბელარუსის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ალექსანდრ კანიუკი სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

Visited 222 times, 1 visit(s) today