საქართველოს პროკურატურა დავით ასათიანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პროკურატურა ულოცავს დავით ასათიანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევას და უსურვებს წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში.
ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებაში ადვოკატების საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის განვითარება ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ადვოკატთა კორპუსის გარეშე შეუძლებელია.
საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს თანასწორობისა და დამოუკიდებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, ადვოკატთა კორპუსთან გააღრმავოს თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დაცვის, პროფესიული განვითარებისა და სასამართლო პრაქტიკის განზოგადების კუთხით.

Visited 122 times, 1 visit(s) today