საქართველოს პროკურატურამ სახალხო დამცველის ორ წინადადებაზე შესაბამისი რეაგირება განახორციელა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2017 წლის 5 ივნისს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველის ორი წინადადება შემოვიდა, რომელზეც პროკურატურის მითითებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში დაიწყო გამოძიება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება მოქალაქე ე.თ.-ს მიმართ შვილის მხრიდან განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ნ.ქ.-ს და მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
მითითებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

Visited 105 times, 1 visit(s) today