საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად, გიორგი წერეთელი და კობა გაბუნია დაინიშნენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებად, გიორგი წერეთელი და კობა გაბუნია დაინიშნენ. გიორგი წერეთელი, ამ დრომდე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში, სადაზღვევო ნორმატივებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, კობა გაბუნია კი შპს „ელიტა ბურჯი“-ს კომერციული დირექტორი იყო. თავმჯდომარის ახალ მოადგილეებს აქვთ, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეა.
მას 5 მოადგილე ჰყავს – ნუგზარ გასვიანი, ალექსანდრე თევდორაძე, ლევან კუპატაშვილი, გიორგი წერეთელი და კობა გაბუნია.

Visited 875 times, 1 visit(s) today