საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ვიცე პრემიერ-მინისტრს, განათლების მინისტრს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ვიცე პრემიერ-მინისტრთან, განათლების მინისტრთან მოჰამად სნეიბათთან, რომელიც საქართველოს ვიზიტით ეწვია იუნესკოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და იორდანიის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით და აღნიშნა, რომ იორდანიასთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება საქართველოს მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან, ხაზი გაესვა იორდანიის როლს რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
შეხვედრაზე გამოითქვა დაინტერესება ქვეყნებს შორის ბიზნეს დელეგაციების გაცვლითი ვიზიტების განხორცილების, კერძოდ განათლების, ჯანდაცვის, ტურიზმისა და ფინანსური მიმართულებით.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. იორდანიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

Visited 174 times, 1 visit(s) today