საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ირანის ელჩს აბას თალები ფარის შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამართა გაცნობითი შეხვედრა საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აბას თალები ფართან.

აბას თალები ფარმა მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხთა სრული სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების გეგმები 2016 წლისთვის, მათ შორის ურთიერთვიზიტების განხორციელება და სამართლებრივი ბაზის განვითარება.
ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას სავაჭრო-ეკონომიკურ, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში.

მინისტრმა ირანის მხარეს მიულოცა 2016 წლის 16 იანვრიდან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ერთობლივ მოქმედებათა ყოვლისმომცველი გეგმის (Joint Comprehensive Plan of Action – JCPOA) განხორციელების დაწყება, რაც წარმოშობს მრავალ შესაძლებლობას როგორც ირანისთვის, ისე რეგიონისა და მსოფლიოსთვის.

Visited 177 times, 1 visit(s) today