საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ლიტვის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გიედრიუს პუოჯუნასთან.

შეხვედრაზე მინისტრმა და ელჩმა შეაჯამეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გასული წლის განმავლობაში არსებული დინამიკა და ისაუბრეს წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებზე, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტებზე. მიხეილ ჯანელიძემ ელჩს გააცნო პრიორიტეტული მიმართულებებით გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს უწყობს ხელს. ელჩმა დაადასტურა ლიტვის მზაობა, დახმარება გაუწიოს საქართველოს იმ სფეროებში, სადაც ლიტვას მოწინავე გამოცდილება გააჩნია. მან ასევე აღნიშნა, რომ ლიტვა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე და სხვადასხვა ორგანიზაციის ფარგლებში ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების უზრუნველსაყოფად.

ელჩმა და მინისტრმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დროული ამოქმედების მნიშვნელობასა და ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინების შესახებ.

Visited 158 times, 1 visit(s) today