საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი იოჰანეს დუმა მიიღო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან იოჰანეს დუმასთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოში მეტი ჰოლანდიური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით მიმდინარე პროცესები.

Visited 149 times, 1 visit(s) today