საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესებული ინვესტორთა ჯგუფი, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ეწვია, რომელსაც საერთაშორისო კორპორაციის “MFC” – ის (Millennium Finance Corporation) დამფუძნებელი და თავმჯდომარე კება კეინდე ხელმძღვანელობს.
ინვესტორებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, სატრანსპორტო-ლოგისტიკის, ტურიზმის, საბანკო – საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა გააცნო.
არაბი ინვესტორები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი საინვესტიციო პროექტებით და უახლოეს მომავალში კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით დაბრუნდებიან.
საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესებული ინვესტორთა ჯგუფი, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ეწვია
22/02/2017