ქართველმა, უკრაინელმა და მოლდოველმა დეპუტატებმა, ამერიკელ და ევროპულ პარტნიორებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.
გერმანიაში, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრში გამართულ სემინარზე დისკუსია გაიმართა რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებსა და საფრთხეებზე, რუსეთის მიერ სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე, ენერგეტიკული და ინფორმაციული პოლიტიკის ზეწოლის ბერკეტების გამოყენებაზე.
კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე, აუცილებელია არსებული თანამშრომლობის ფორმატების გაფართოება, კოორდინაციის გაუმჯობესება და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება.
ღონისძიებაზე, ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროპის უსაფრთხოების გარემო და ევროკავშირის გლობალური სტრატეგია, კანონმდებლების როლი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სტრატეგიული კომუნიკაცია, ნატო-ს როლი აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გამტკიცებაში.