საქართველოს საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაცია დასაქმების პოლიტიკაზე ვენაში შეხვედრებს აგრძელებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტისა და სამთავრობო დელეგაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ვენაში შეხვედრებს აგრძელებს.
დელეგაციის შემადგელობაში შედიან, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძული, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ცისნამი საბაძე.
ვიზიტის მიზანია, ავსტრიული გამოცდილების გაცნობა საქართველოში დასაქმების ერთიანი პოლიტიკისა და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების კუთხით.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ავსტრიის დასაქმების სახელმწიფო სერვისს, ასევე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სოციალურ საწარმოს ესტუმრა.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ დასაქმების სახელმწიფო სერვისის მიერ სამუშაოს მაძიებელთა ვაკანსიების შესახებ ინფორმირებისა და სამუშაოს ძიების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ძირითად საკითხებს.
დელეგაციამ შეხვედრა გამართა, ასევე, ვენის შრომისა და დასაქმებულთა პალატის დირექტორთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ავსტრიის დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმებზე, ასევე, პალატის, როგორც დასაქმებულთა ინტერესების დამცველი ორგანიზაციის ფუნქციასა და როლზე დასაქმებულთა ინტერესების გატარების საკითხებში.

Visited 156 times, 1 visit(s) today