საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-13 საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-13 საერთაშორისო კონგრესის გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული დაესწრო. მან საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დარგის განვითარების, ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
კონგრესზე მომხსენებლებმა სტომატოლოგიიის მიმართულებით უახლესი მიდგომები და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები განიხილეს. კონფერენციას სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი უძღვებოდა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში მან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე მარდალეიშვილი მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის ოქროს მედლითა და სტომატოლოგთა ასოციაციის საპატიო წოდებით დააჯილდოვა.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის კონგრესი პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ის ყოველწლიურად იმართება.

Visited 255 times, 1 visit(s) today