საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის და მისი გამოძიების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი პირები ეწვივნენ. დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფინეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.
ნინო ჯავახაძემ ფინურ მხარესთან საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სისტემური განახლების ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა შვედეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს მიერ ფინეთის რესპუბლიკის დაფარვის თაობაზე საქართველოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის რესპუბლიკის დელეგაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს საპოლიციო სტრუქტურული მოწყობა, ფუნქციები და მუშაობის მეთოდები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის საუბარი შეეხო კიბერდანაშაულის გამოძიების კუთხით გამოცდილების გაზიარებას.
ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის დელეგაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი რაიონული განყოფილება დაათვალიერა.

Visited 80 times, 1 visit(s) today