საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პროდასავლურ კურსს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პროდასავლურ კურსს, თუმცა, ვფიქრობ, უფრო ფრთხილად, ვიდრე მანამდე, – ამის შესახებ ცენტრალური-აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა სვანტე კორნელიმ განაცხადა.

ამერიკის ხმის ქართული რედაქციის ინფორმაციით, ექსპერტმა ჰოპკინსის უნივერსიტეტში რუსეთ-თურქეთის კონფლიქტზე ისაუბრა და საქართველოს საკითხს სწორედ ამ თემის კონტექსტში შეეხო.

“რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება უშუალო გავლენას ახდენს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე. საქართველოსთვის ეს პროცესი უფრო ზოგადი ხასიათისაა. თუმცა არ არის გამორიცხული, მოსკოვი დაინტერესდეს, რათა პრობლემები შეუქმნას საქართველოს სატრანზიტო კორიდორს ან მის დასავლურ მისწრაფებებზე იმოქმედოს. საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პროდასავლურ კურსს, თუმცა, ვფიქრობ, უფრო ფრთხილად, ვიდრე მანამდე. ასევე ფაქტია, რომ ის დღეს ნაკლებად აქტიურობს ამ მიმართულებით და ფიქრობს, რომ რუსეთის ინფილტრაციისა და პროპაგანდის თავისუფლად შემოტევის განეიტრალებას უფრო მეტი საფასური აქვს, ვიდრე პირიქით. ჩემი აზრით, ეს მიდგომა უნდა გადაიხედოს. ამასთან, თბილისმა, დასავლეთს უფრო ნათლად უნდა აუხსნას, როგორ ხედავს ამერიკის, დასავლეთის მონაწილეობას საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად”, – აღნიშნა სვანტე კორნელიმ.

Visited 81 times, 1 visit(s) today